loader

შვედეთში დამსაქმებელი თანამშრომლებს ყავის დასალევად შესვენებას აიძულებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შვედეთში დამსაქმებელი თანამშრომლებს ყავის დასალევად შესვენებას აიძულებს

შვედეთში ფართოდაა გავრცელებული ფიკას ტრადიცია. ფიკას მიხედვით, სამუშაო დღის განმავლობაში, სულ მცირე, ერთხელ, შვედები თანამშრომლებთან ერთად, ყავის დასალევად ან სახლში გამომცხვარი ტკბილეულის დასაგემოვნებლად იკრებებიან. ფიკას ტრადიცია იმდენად პოპულარულია, რომ ბევრი კომპანია აიძულებს ყველაზე მშრომელ თანამშრომლებს, გამოჰყონ დრო ყავის შესვენებისთვის.

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის მონაცემებით, 2014 წელს, შრომის პროდუქტიულობის მხრივ, შვედეთი მე-11 ადგილზე გავიდა, მაშინ, როცა იაპონიამ და კორეამ, სადაც გრძელი სამუშაო კვირაა, მე-20 და 30-ე ადგილები დაიკავეს.

ალბათ, ფიკას დამსახურებაცაა, რომ ყოველწლიურად შვედები მსოფლიოს ყველაზე ბედნიერ ერთა შორის მოწინავე პოზიციებს იკავებენ. მაგალითად, შარშან ევროპულმა სტატისტიკურმა სააგენტომ გამოაქვეყნა კვლევა, რომლის თანახმად, ევროკავშირში ყველაზე ბედნიერ ერად თავი დანიამ, ფინეთმა და შვედეთმა დაასახელეს.