loader

როგორ უნდა შევავსოთ სითხის დანაკარგი სიცხეში? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

როგორ უნდა შევავსოთ სითხის დანაკარგი სიცხეში?

ცხელ ამინდში ადამიანის ორგანიზმი კარგავს დიდი რაოდენობით სითხეს. ეს არის კომპენსატორული რეაქცია, რომელიც იცავს სხეულს გადახურებისგან, მაგრამ ამავე დროს, იქმნება რთული მდგომარეობა უჯრედების ფუნქციონირებისთვის. ხშირად შესაძლებელია განვითარდეს გაუწყლოება და სითბური დაკვრა.

ექიმები გვაფრთხილებენ, რომ დაკარგული სითხის რაოდენობა აუცილებლად უნდა იყოს აღდგენილი. სითხის დღიური აუცილებელი რაოდენობა ზრდასრული ორგანიზმისთვის არის 40მლ/კგ, ხოლო ბავშვებისთვის - 120-150 მკ/კგ. სითხის რაოდენობის მესამედს ადამიანი იღებს საკვებიდან, ხოლო დანარჩენი უნდა მიიღოს წყლის სახით. ცხელ ამინდში სითხე უნდა მიიღოთ მთელი დღის განმავლობაში, საჭირო რაოდენობით.

ყველაზე მართებული არის ჩვეულებრივი წყლის დალევა. გაითვალისწინეთ, რომ სიცხეში ორჯერ მეტი რაოდენობით წყალია საჭირო, ვიდრე გრილ ამინდში.



ასევე დაგაინტერესებთ: ინფორმაცია, რომელიც ყველას გაახარებს - როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოესი დღეების განმავლობაში