loader

რა აღმოაჩინეს 30-ტონიან სარკოფაგში, რომელიც ალექსანდრე მაკედონელის სამარხი ეგონათ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა აღმოაჩინეს 30-ტონიან სარკოფაგში, რომელიც ალექსანდრე მაკედონელის სამარხი ეგონათ

შავი გრანიტის სარკოფაგი, რომელიც 30 ტონას იწონიდა, ეგვიპტელმა მშენებლებმა ივლისის დასაწყისში აღმოაჩინეს. ის ყველაზე დიდი სარკოფაგია, რომელიც ალექსანდრიაში ოდესმე აღმოუჩენიათ. მეცნიერებმა ივარაუდეს, რომ სარკოფაგში თავად ალექსანდრე მაკედონელის ნეშტი შეიძლება ყოფილიყო და მისი გახსნა გადაწყვიტეს. სარკოფაგში 3 ადამიანის ნეშტი იყო, მაგრამ მათ შორის არც ერთი არ აღმოჩნდა მაკედონელი.

1960 წლიდან დღემდე ალექსანდრე მაკედონელის საფლავის აღმოჩენის სულ მცირე 140 მცდელობა იყო, თუმცა, არც ერთი მათგანი წარმატებით არ დასრულებულა. მაკედონელის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ამ დრომდე არ არის დადგენილი. არ არის ცნობილი არც ის, თუ სად დაკრძალეს მხედართმთავარი.