X
როგორ ატარებს თავისუფალ დროს დუბაის მილიარდერი პრინცი და "ინსტაგრამის" ნამდვილი მეფე
13:07 / 24-07-2018
ის, შესაძლოა, დუბაის პრინცი იყოს, თუმცა, თამამად შეიძლება ითქვას, რომ შეიხ ჰამდან ბინ მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაკტუმი, ბევრისთვის ცნობილი, როგორც "Fazza", "ინსტაგრამის" ნამდვილი მეფეა.

34 წლის პრინცი "ინსტაგრამის" გვერდის 5,1 მილიონ და "ტვიტერის" 2,41 მილიონ მიმდევარს, მილიარდერის ცხოვრების წესისთვის თვალის მიდევნების საშუალებას აძლევს და თავგადასავლების ამსახველ ფოტოებს სოციალურ ქსელებში ყოველდღიურად აახლებს.

ის არაბეთის გაერთიანებული საემიროების ვიცე-პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და დუბაის ამირას, შეიხ მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაკტუმის მეორე შვილია. 2013 წელს, პრემიერის ქონება 13,9 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული.

"fazza"-ს მამამ ის მემკვიდრედ 2008 წელს დაასახელა. პრინცი დუბაის აღმასრულებელი საბჭოს, დუბაის აუტიზმის ცენტრისა და დუბაის სპორტის საბჭოს თავმჯდომარეა. ამის მიუხედავად, პრინცის დროის უდიდესი ნაწილი მის მრავალფეროვან ჰობის უკავია, რომელიც თხილამურებზე სრიალით იწყება და მოგზაურობითა და ფოტოგრაფიით სრულდება. თუმცა, მის სასარგებლოდ ისიც შეიძლება ითქვას, რომ შეიხ ჰამდან ბინ მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაკტუმი ლექსების ავტორია, რომლებსაც მისი თაყვანისმცემლები კარგად იცნობენ.



ბოლო სიახლეები
Autoplay
პოპულარული
“ეს პანდემიაც გადაივლის, მთავრობაც შეიცვლება, ყველაფერს თავის სახელი დაერქმევა“ - ლელა კაკულია ახალ წინასწარმეტყველებას აქვეყნებს
“COVID19-ისგან თავის დაცვის კიდევ ერთი მარტივი გზა“ - ყველასთვის ხელმისაწვდომი ხერხი, რომელიც გიორგი ღოღობერიძემ გაავრცელა
“გაგიმხელთ პატარა საიდუმლოს“ - იდეალური გოზინაყის რეცეპტი გურამ ბაღდოშვილისგან
საშიშია თუ არა კორონავირუსზე ვაქცინაცია? - ლელა კაკულია უახლეს ვიდეოს აქვეყნებს და მომავალში კიდევ ერთ პანდემიას წინასწარმეტყველებს.





მეცნიერებმა გამოიგონეს ხელოვნური კანი, რომელსაც ტკივილის შეგრძნება შეუძლია
სენაკი ყურადღების ცენტრშია - საახალწლო ნაძვის ხის მორთვის უცნაურმა ხერხმა საზოგადოება გაახალისა
“ცოტა მძიმე თემაა... ეს სინდრომი საქართველოში უკვე დაფიქსირდა და ეხება ბავშვებს“ - რა უნდა იცოდეს ყველა მშობელმა თუ შვილმა კოვიდი გადაიტანა?
“დაბადების დღეს გილოცავ ჩემო სიყვარულო“ - რა მიუძღვნა იუბილარ ნანუკა გუდავაძეს ბერა ივანიშვილმა?