loader

ახალი სისტემა, რომელმაც შესაძლოა, შუქნიშანი ჩაანაცვლოს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ახალი სისტემა, რომელმაც შესაძლოა, შუქნიშანი ჩაანაცვლოს

წარმოგიდგენიათ საგზაო მოძრაობა შუქნიშნის გარეშე? შესაძლოა, ეს რეალობა არცთუ ისე შორს იყოს. კარნეგი-მელონის უნივერსიტეტის ამერიკელ მკვლევართა ჯგუფმა ცოტა ხნის წინ საინტერესო ექსპერიმენტი ჩაატარა: მკვლევარებმა მანქანების მოძრაობის რეგულირება ყველასთვის ჩვეული შუქნიშნის ნაცვლად, მანქანებს შორის ავტომატური სიგნალის მეშვეობით შეძლეს. მეცნიერთა შეფასებით, ექსპერიმენტმა წარმატებით ჩაიარა.

კვლევაში მანქანის ბორტ-კომპიუტერში ჩაშენებული მონაცემთა გაცვლის სისტემა გამოიყენეს. სისტემა GPS-კოორდინატების, მოძრაობის სიჩქარისა და მიმართულების შესახებ არსებული ინფორმაციის გადაცემას ახორციელებს. კომპიუტერი ყველა მეზობელი მანქანიდან მიღებულ ინფორმაციას აანალიზებს და ამის საფუძველზე მძღოლს ატყობინებს, უნდა გაიაროს თუ არა გზაჯვარედინი, თუ უმჯობესია მოძრაობის სხვა მონაწილეთა გატარება.




ვიდეოს ავტორი: ნარიტა ჩხაიძე