loader

ეს სამკურნალო საშუალება არ არის - შეიძლება თუ არა ნახშირის აბების ხშირად გამოყენება? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ეს სამკურნალო საშუალება არ არის - შეიძლება თუ არა ნახშირის აბების ხშირად გამოყენება?

მეტეორიზმის დროს ბევრი ქრონიკულად და დიდი დოზებით იყენებს ნახშირს. უნდა გაითვალისწინოთ: ნახშირი სამკურნალო საშუალება არ არის, ის ადსორბენტია, რომელიც შთანთქავს აირებს, ტოქსინებს, მავნე ნივთიერებებს. ნახშირი სასურველია დაფხვნილი სახით მიიღოთ, რათა მისი ადსორბციული ზედაპირი გაიზარდოს. ერთ ჯერზე 8-10 აბის მიღებაც კი შეიძლება.

ერთ-ორ მიღებაზე, თუნდაც დიდი დოზებით, ის ორგანიზმზე უარყოფით გავლენას არ ახდენს, მაგრამ ქრონიკულად და უზომოდ მისი მიღება არ შეიძლება.

უნდა გახსოვდეთ, რომ ნახშირი სიმპტომური საშუალებაა და არა სამკურნალო პრეპარატი. მეტეორიზმი -აირების დაგროვების გამო მუცლის გაბერვა კი, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის გარკვეულ ფუნქციათა დარღვევის მანიშნებელი სინდრომი.

აუცილებელია ამ დარღვევათა საგულდაგულოდ გამოკვლევა, სათანადო ანალიზი, გამომწვევ მიზეზთა გამოვლენა და მათი ლიკვიდაცია.