loader

ტორონტოს მცხოვრები ომს 40 წელია ელის: მიწაში ჩამარხული ბუნკერი 42 ავტობუსისგან შედგება და 500 ადამიანზეა გათვლილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ტორონტოს მცხოვრები ომს 40 წელია ელის: მიწაში ჩამარხული ბუნკერი 42 ავტობუსისგან შედგება და 500 ადამიანზეა გათვლილი

ბირთვული ომის საფრთხე თითქოს ღრმა წარსულში დარჩა, თუმცა არა ტორონტოს ამ მცხოვრებისთვის. თავის ბუნკერს ბრიუს ბიჩი უკვე 40 წლის განმავლობაში აშენებს. თავშესაფრის საერთო ფართობი 3000 კვადრატული მეტრია, მიწაში ჩამარხული 42 ავტობუსისგან შედგება და 500 ადამიანზეა გათვლილი. ბრიუსის თქმით, პირველი ოთხი ავტობუსი ჯერ კიდევ 1980 წელს ჩამარხეს.

ბუნკერში, რომელიც ბრიუს ბიჩმა ააშენა, ბირთვული ომის შემთხვევაში, სამი კვირის განმავლობაში იქნება დარჩენა შესაძლებელი. თავშესაფარში არის სპეციალური კუთხე დეზინფექციისთვის, უზარმაზარი რეზერვუარი სუფთა წყლისთვის, რომელიც 5 ათას ავზს მოიცავს და საბავშვო ოთახიც კი, სადაც 96 ბავშვი დაეტევა, თუმცა მათ ძილი მორიგეობით მოუწევთ, რადგან, როგორც ბრიუსი ამბობს, ერთ ჯერზე მხოლოდ 48 ბავშვის დასაძინებელი ადგილია გამოყოფილი. ბუნკერის ერთ-ერთ ოთახში თაროებია გაკეთებული. ბრიუსი ამბობს, რომ თავშესაფარში მისულმა ადამიანებმა იქ ყველანაირი იარაღი უნდა დატოვონ, ამას კი შესასვლელში მდგარი დაცვა გააკონტროლებს.

ბრიუსი მიიჩნევს, რომ თავშესაფარი მხოლოდ ადგილობრივებს გამოადგებათ, რადგან ეჭვობს, რომ ადამიანებმა შორი მანძილიდან ამ ადგილამდე მიღწევა შეძლონ.


ასევე დაგაინტერესებთ: ქალი, რომელმაც განვითარებულ სამყაროზე უარი თქვა და ისე ცხოვრობს, თითქოს 1939 წელია