loader

ვლადიმირ პუტინი ტყეში, მთასა და წყალში - რუსეთის "ყოვლისშემძლე" პრეზიდენტის მორიგი დადგმული ვიდეო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვლადიმირ პუტინი ტყეში, მთასა და წყალში - რუსეთის "ყოვლისშემძლე" პრეზიდენტის მორიგი დადგმული ვიდეო

როგორც წესი, საკუთარი პიროვნების გაკულტება ავტორიტარ მმართველებს ახასიათებთ, რომელთაც ძირითადი პრობლემების გადაფარვა საკუთარი სიდიადის წარმოჩენით, საკუთარი შესაძლებლობების ხაზგასმით სურთ. ამის ნათელი მაგალითი საბჭოთა კავშირი და იოსებ სტალინის მმართველობის წლებია, რომლის პირდაპირ მემკვიდრედაც შეიძლება რუსეთის ამჟამინდელი ლიდერი ვლადიმირ პუტინი ჩაითვალოს.  

კრემლის ოფიციალურ ვებგვერდზე ვლადიმირ პუტინის შვებულების ამსახველი ვიდეო გავრცელდა. კადრებში პუტინს სამხედრო ტანსაცმელი აცვია, დადის კლდეებზე, ტყეში, სიყვარულით აკვირდება მცენარეებს... ყველასთვის გასაგებია, რომ ეს დადგმული სცენებია. თუმცა, ეს პირველი შემთხვევა არ არის. გახსოვთ, ალბათ, წელს ზემოთ შიშველ "სუპერგმირად" წარმოჩენილი რუსეთის პრეზიდენტი.

მოგეხსენებათ, ციმბირი ძალიან მკაცრი კლიმატით გამოირჩევა. შემთხვევითი არ არის, რომ ფოტოებისთვის სწორედ ეს ადგილი შეარჩიეს. ამ ვიდეომ უნდა აჩვენოს ხალხს, რომ რუსეთის ახლად არჩეული "ძველი" პრეზიდენტი კვლავ კარგ ფორმაშია და ყველაფერთან შეუძლია გამკლავება, ყველაფერი გამოსდის.


სრული ტექსტი წაიკითხეთ kvirispalitra.ge-ზე