loader

19 წლის ყირგიზ მომღერალს ვიდეოში ბიუს­ტჰალ­ტე­რით გამოჩენის გამო "თავის მოჭრით" ემუქრებიან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

19 წლის ყირგიზ მომღერალს ვიდეოში ბიუს­ტჰალ­ტე­რით გამოჩენის გამო "თავის მოჭრით" ემუქრებიან

ყირ­გი­ზი მომ­ღე­რა­ლი, რო­მე­ლიც კლიპ­ში ბიუს­ტჰალ­ტე­რით გა­მოჩ­ნდა, სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში კრი­ტი­კის ქარ­ცე­ცხლში გა­ახ­ვი­ეს. სიმ­ღე­რა­ში "გო­გო­ნა" 19 წლის ზერე ასილ­ბე­კი მღე­რის, რომ არა­ვის აქვს უფ­ლე­ბა, ქა­ლებ­სა და გო­გო­ნებს მი­უ­თი­თონ, რა ჩა­იც­ვან და რო­გორ გა­მო­ი­ყუ­რე­ბოდ­ნენ.

ზე­რეს­თან ერ­თად კლიპ­ში ჩა­ნან გო­გო­ნე­ბი სხვა­დას­ხვა ჩაც­მუ­ლო­ბით - ჰიჯა­ბე­ბით, ტრა­დი­ცი­უ­ლი ყირგი­ზუ­ლი კა­ბე­ბით და სა­ცუ­რაო კოს­ტი­უ­მე­ბით.

სიმ­ღე­რამ დიდი ნა­წი­ლის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა გა­მო­იწ­ვია და ისი­ნი ზე­რეს ან­გა­რიშს­წო­რე­ბით ემუქ­რე­ბი­ან. მომ­ღე­რალ­მა გა­მო­აქ­ვეყ­ნა მუ­ქა­რის ტექ­სტე­ბი. ერთ-ერთ მათ­გან­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ზე­რეს "თავს მო­აჭ­რი­ან".