loader

ჩინური სასწაული: მიტოვებულ კარიერზე 5-ვარსკვლავიანი მიწისქვეშა სასტუმრო იხსნება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჩინური სასწაული: მიტოვებულ კარიერზე 5-ვარსკვლავიანი მიწისქვეშა სასტუმრო იხსნება

ჩინეთში, მიტოვებული კარიერის ტერიტორიაზე მიწისქვეშა სასტუმრო იხსნება. სასტუმრო InterContinental Shanghai Wonderland-ი სტუმრებს 2018 წლის ოქტომბრიდან მიიღებს.

შენობის რეკონსტრუქციაზე 5000 ინჟინერი 10 წლის განმავლობაში მუშაობდა. 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო 18-სართულიანია, საიდანაც 16 სართული მიწისქვეშ, 2 კი წყლის ქვეშ მდებარეობს.

InterContinental Shanghai Wonderland-ი შანხაიდან 35 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.

კარიერის ღია აუზზე 90 მეტრის სიმაღლის ჩანჩქერი ჩამოდის. ზედა სართული მიწის გრუნტის დონეს შეესაბამება და დაფარულია მწვანე საფარით. ამავე დროს, შენობა ელექტროენერგიის გამომუშავებისთვის იყენებს გეოთერმულ და მზის ენერგიას.

სასტუმროში განთავსებულია 337 ნომერი. წყლისქვეშ კი მდებარეობს რესტორანი და ნომრები აკვარიუმის ხედით.