loader

6 ყველაზე მაღალანაზღაურებადი თანამდებობის პირი საქართველოში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

6 ყველაზე მაღალანაზღაურებადი თანამდებობის პირი საქართველოში

თანამდებობის პირთა ხელფასების, დანამატებისა და პრემიების საკითხი მუდმივად განხილვის საგანია.
აღსანიშნავია, რომ სწორედ მაღალი თანამდებობის პირთა შემოსავლების შესახებ გამოაქვეყნა მონაცემები "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" (IDFI) მიერ შექმნილმა ღია მონაცემების პლატფორმა - DataLab-მა.

კერძოდ, ვებგვერდზე გამოქვეყნებულია თანამდებობის პირთა 2017 წლის დეკლარირებული შემოსავლები. "ბიზნესპრესნიუსი", ამ მონაცემებზე დაყრდნობით, გთავაზობთ 6 ყველაზე მაღალანაზღაურებად თანამდებობის პირს საქართველოში, რომელთა წლიური შემოსავალიც 200 ათას ლარს აღემატება.