loader

"რუსთავი 2" ბუტა რობაქიძის მკვლელობის შემზარავ კადრებს ავრცელებს (+18) - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"რუსთავი 2" ბუტა რობაქიძის მკვლელობის შემზარავ კადრებს ავრცელებს (+18)

"რუსთავი 2" ბუტა რობაქიძის მკვლელობის შემზარავ კადრებს ავრცელებს. ტელეკომპანიის ინფორმაციით, დაუმონტაჟებელი ვიდეომასალა, რომელიც რობაქიძის მკვლელობის ღამით, 2004 წლის 23 ნოემბერსაა გადაღებული, მთავარ პროკურატურაში დღეს დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს ყოფილმა უფროსმა ირაკლი ფირცხალავამ მიიტანა, რომელიც ამჟამად დაკითხვაზე იმყოფება.

კადრების მიხედვით, სამართალდამცავები შემთხვევის ადგილზე პოულობენ ავტომატ "კალაშნიკოვს" და პისტოლეტს. "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, ეს კადრები არ არის სრული ვერსია, რომელიც ირაკლი ფირცხალავამ მოიპოვა.

როგორც ირაკლი ფირცხალავა აცხადებს, მის მიერ ჩატარებული გამოძიების დროს მან დაადგინა, რომ ამ მანქანაში მჯდომი ადამიანებიდან არც ერთი არ იყო ბუტა რობაქიძის მეგობარი, მხოლოდ ერთი იყო ნაცნობი.

"მე მოვიპოვე ეს კადრები. ეს არის უმძიმესი, საშინელი კადრები. ერთი ცალი ნივთმტკიცებად პროკურატურაში მოვიტანე. ეს კადრები მხოლოდ ჩემს შვილს აქვს ნანახი, რომელიც არის 21 წლის. ჩემს შვილსაც არ სჯეროდა, რომ ეს ადამიანები იყვნენ შეიარაღებულნი", - განაცხადა ფირცხალავამ.

მისი თქმით, მისთვის არ არის ცნობილი, რატომ იცრუეს შემთხვევის ადგილზე მყოფმა პოლიციელებმა საქმის ხელახალი გამოძიების დაწყების შემდეგ, რომ მანქანაში იარაღი არ იყო.

ასევე იხილეთ:

კადრებში ამოჭრილია პოლიციელის ფრაზა, რომ დაკავებულებს არაფერი არ აქვთ - ია მეტრეველი

"არ აქვთ არაფერი" - რობაქიძის საქმის კადრები, რომელიც გადაცემა "პატრულში" გავიდა

"ამ კადრების გავრცელებით, სინამდვილე გამოჩნდა" - გურამ დონაძე

ცხრა წელია, მკვლელი ვარ. ჩადექით ჩემს მდგომარეობაში და ითმინეთ ეს - გურამ დონაძე