loader

"შლოპანცები" კვერცხებზე და ველოსიპედი - პოპ-არტის ხმაურიანი დებიუტი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"შლოპანცები" კვერცხებზე და ველოსიპედი - პოპ-არტის ხმაურიანი დებიუტი

შადრევნებიდან უცნაური გარეგნობის სკულპტურებამდე.

პოპ-არტი.. რომელიც მსოფლიომ წლების წინ გაიცნო, საქართველოში ფეხს საკმაოდ ხმაურიანად იკიდებს.

ეს ფრანგი სკულპტორის, ლილი ფანტოცის ნამუშევარია, კვერცხებზე შემდგარი ე.წ. შლოპანცები, სახელწოდებით "სახიფათოდ თქვენი".. ამ სკულპტურამ, რომელიც ბათუმში სასტუმრო რედისონთან დაიდგა ბევრი აალაპარაკა.

"ახალი ველოსიპედი"ასევე ფრანგმა მხატვარმა, 86 წლის ჟან დიუპიმ "გამოიგონა" და საქართველოს აჩუქა. სკულპტურის დადგმა ვარდების რევოლუციის მოედანზე ჯერ დასრულებული არ არის, თუმცა მასზეც უკვე ბევრი საუბრობს.

ამ უცნაური ველოსიპედის დადგმაზე თბილისის განვითარების ფონდი ზრუნავს. როგორც მისი ხელმძღვანელი აცხადებს, სკულპტურას არც ისე მსუბუქი საზოგადოებრივი მისია აკისრია.

არქიტექტორ კოკა ამირეჯიბის თქმით ამ ტიპის ნამუშევრების შინაარსი იმაში მდგომარეობს, რომ მას შინაარსი არ გააჩნია. ხელოვნებათმცოდნე ქეთა გაბიანი კი ფიქრობს, რომ "კვერცხოსანი შლოპანცებისა" და ორსაჭიანი ველოსიპედის სკულპტურებმა საზოგადოება ცოტა შეაშინა და დააბნია.

დიდად არ უკვირთ.. ბევრს მოწონს კიდეც, თუმცა მნახველების უმრავლესობას მიაჩნია, რომ ამ სკულპტურების ადგილი იქ არ არის სადაც დადგეს.

დებიუტი შედგა.. თანაც ხმაურიანი.

როგორც წესი ამ ტიპის ნამუშევრებს დროებით, რამდენიმე თვით დგამენ ხოლმე, ასე რომ "პოპ-არტისტული" შეფასებებისთვის დრო კიდევ გვაქვს.