loader

ივანიშვილი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მოსახლეობას ჯანდაცვის უფასო პაკეტს დაპირდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ივანიშვილი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მოსახლეობას ჯანდაცვის უფასო პაკეტს დაპირდა

"ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მოსახლეობას ჯანდაცვის უფასო პაკეტით უზრუნველყოფას დაპირდა.
ბიძინა ივანიშვილმა თავისუფლების მოედანზე მიმდინარე აქციაზე "ქართული ოცნების" პროგრამა წარადგინა. მისი განცხადებით, უმუშევრობის პრობლემა მინიმუმამდე იქნება დაყვანილი, ყველას შეეძლება ოჯახის რჩენა და "ქართული ოცნება" ამას შეძლებს.

მისი თქმით, რეალური ნაბიჯები გადაიდგმება იმისათვის, რომ ქვეყანაში სოციალური ვითარება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდეს. "ჩვენ ვერ გპირდებით სასწაულს, მაგრამ მაქსიმალურს გავაკეთებთ", - განაცხადა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, "ქართული ოცნება" იწყებს ბრძოლას ჯანდაცვის ხელმისაწვდომობისთვის. "ჩვენ ვთავაზობთ მოსახლეობას უფასო სადაზღვევო პაკეტს. საქართველოს ყველა მოქალაქე ამით იქნება უზრუნველყოფილი", - განაცხადა ივანიშვილმა.

ასევე იხილეთ:

- ბიძინა ივანიშვილმა ბერასთან ერთად "გარეპა"
- "მე ჯარისკაცი ვარ, რომელსაც არ უნდა კასტრირების შიშის ქვეშ მყოფი მთავარსარდალი"_ კახა კალაძე
- "ქართული ოცნების" 27 მაისის აქცია - როგორ ითვლიან ადამიანების რაოდენობას მანიფესტაციაზე