loader

"ქართული ოცნების" 27 მაისის აქცია - როგორ ითვლიან ადამიანების რაოდენობას მანიფესტაციაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ქართული ოცნების" 27 მაისის აქცია - როგორ ითვლიან ადამიანების რაოდენობას მანიფესტაციაზე

საერთაშორისო მედიაში აღიარებული სტანდარტების მიხედვით, მანიფესტაციაზე ხალხის რაოდენობა შემდეგი წესით ითვლება: google map-ის სპეციალური პროგრამის მეშვეობით გაიზომა მოედნის სიგრძე და სიგანე. მიღებულ ფართობს გამოაკლდა წმინდა გიორგის მონუმენტის მიერ დაკავებული ტერიტორიის ფართობი. მოედნის იმ ნაწილმა, სადაც მომიტინგეებს დგომა შეეძლოთ, პუშკინის სკვერის ჩათვლით, 15 ათასამდე კვადრატული მეტრი შეადგინა. იგივე მონაცემებია ვიკიპედიაშიც. ჩრდილიან ადგილებში სიმჭიდროვე ძალიან მაღალი იყო, მზიანში კი ნაკლები. მსგავს შემთხვევებში, სტანდარტის მიხედვით, ერთ კვადრატულ მეტრზე საშუალოდ 4 ადამიანს ითვლიან. შესაბამისად, თავისუფლების მოედანზე დღის 15 სააათზე მომიტინგეთა შესაძლო რაოდენობა 60 ათასს აღწევდა.

გარდა ამისა, თავისუფლების მოედნიდან მეტრო "თავისუფლების მოედნამდე" გამზირის სიგრძე 160 მეტრია, სიგანე - საშუალოდ 30 მეტრი. 4800 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაახლოებით 20 000 ადამიანი იდგა. მეტრო "თავისუფლების მოედნიდან" კინოთეატრ "რუსთაველამდე" 8800 კვადრატულ მეტრ ფართობზე ხალხი უფრო მეჩხერად იყო და შესაბამისად, კვადრატული მეტრის კოეფიციენტად ორი კაცი იქნა აღებული: 17 000-ზე მეტი მოქალაქე.

სასტუმრო "მარიოტი თბილისის" მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟებულ რამდენიმე ეკრანთან და მათ შორის გაფანტული იყო დაახლოებით 5-6 ათასი ადამიანი. თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორია დაკავებული იყო პუშკინის ქუჩის მხრიდანაც, ხელოვნების მუზეუმამდე. 2200 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაახლოებით 7ათასამდე კაცი იდგა.

შესაბამისად, საერთო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ 27 მაისის აქციაზე 15 საათისა და 30 წუთისთვის მომიტინგეთა რაოდენობა დაახლოებით 110 ათასს შეადგენდა.