loader

რა არის აუტიზმი? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა არის აუტიზმი?

2 აპრილი აუტიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების საერთაშორისო დღეა. მას საქართველოშიც აღნიშნავენ. საზოგადოების ინფორმირებულობითა და ადრეული ნიშნების ამოცნობით მისი თავიდან აცილებაა შესაძლებელი.

აუტიზმი ადამიანის ქრონიკული მდგომარეობაა. მისი გამოვლინება სამ წლამდე იწყება. აუტიზმის მქონე ყველა ბავშვს აქვს კომუნიკაციის, ურთიერთობისა და ქცევის პრობლემები. საქართველოში ჩატარებული კვლევის თანახმად ყოველი 110 ბავშვიდან ერთს აუტიზმი აღენიშნება. აქედან კი 4-ჯერ ხშირად  ბიჭებს, ვიდრე გოგონებს.

ამ დროისთვის მკურნალობისთვის საუკეთესოდ  ქცევის გამოყენებით ანალიზი, ანუ  ABA მეთოდი ითვლება. ეს მიდგომა ბავშვის ქცევის ანალიზს და წვრთნას ეფუძნება.

ადრეულ ასაკში დაწყებული მკურნალობა მნიშვნელოვნად აუმჯობესებს საბოლოო შედეგს. მკურნალობის მთავარი მიზანი კი ბავშვის დამოუკიდებლობისა და ცხოვრების ხარისხის ამაღლებაა.

იხილეთ: პატარა ზაქარიას განსხვავებული სამყარო - აუტიზმი, რომელსაც არ ვიცნობთ