loader

ბაგა-ბაღი თვითმფრინავში - რუსთაველი ინდიგო ბავშვები და მასწავლებელი-სტიუარდესები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბაგა-ბაღი თვითმფრინავში - რუსთაველი ინდიგო ბავშვები და მასწავლებელი-სტიუარდესები

"თვითმფრინავში გახსნილი ბაგა-ბაღი, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ ჰყავს"- ასე უწოდებს აკადემიური ქალაქის რექტორი გარი ჩაფიძე თავის პროექტს.

რუსთავში უზარმაზარი თვითმფრინავი მიიტანეს, სადაც სკოლამდელი ასაკის ბავშვები ისწავლიან. "2000 წლიდან საქართველოში იბადებიან ინდიგო ბავშვები. მათ ძირითადი მიდრეკილება აქვთ ტექნიკისადმი. სწორედ ამიტომ გადაწყდა საბავშვო ბაღი თვითმფრინავში გაგვეხსნა" - ამბობს ბაღის იდეის ავტორი. აქ ბავშვებს ბორტგამცილებლის ფორმაში გამოწყობილი პედაგოგები ასწავლიან. ბაღის ტერიტორიაზე ერთადერთი კომუნიკაციის საშუალება რაცია იქნება.

ჯერჯერობით ბაღში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, თუმცა ამ დროისთვის 50-ამდე განცხადება უკვე შეტანილია. საბავშვო ბაღი თვითმფრინავში პირველ სექტემბერს ამოქმედდება.