loader

სმენადაქვეითებულთა კონკურსის ვიცე-მისი - მუსიკალური და მომხიბვლელი მაიკო საყვარელაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სმენადაქვეითებულთა კონკურსის ვიცე-მისი - მუსიკალური და მომხიბვლელი მაიკო საყვარელაშვილი

კაბას, რომელმაც მაიკო საყვარელაშვილს ბედნიერება მოუტანა, ყოველთვის სიხარულით ირგებს. თავზე ძვირფასი თვლებით გაწყობილ გვირგვინს იდგამს და იმ წუთს იხსენებს, როცა miss deaf 2012-ის საერთაშორისო კონკურსზე ვიცე-მისად დაასახელეს.

სილამაზის საერთაშორისო კონკურსი სმენადაქვეითებულ გოგონებს შორის 8 ივლისს პრაღაში ჩატარდა. კონკურსში მონაწილეობას 48 ქვეყნის წარმომადგენლები იღებდნენ. თითოეულ გოგონას საკონკურსოდ ინდივიდუალური ნომერი უნდა მოემზადებინა. ბიონსეს სიმღერაზე მოცეკვავე ქართველი გოგონა ჟიურის წევრებს ყველაზე მეტად მოეწონათ.

miss deaf 2012-ის ვიცე-მისი პრაღიდან ჩამოსვლის შემდეგ ჩვეულებრივ საქმიანობას დაუბრუნდა. ყოველ დილით სილამაზის სალონში მიდის. აქ ის სტილისტად მუშაობს. ამბობს, რომ მომხმარებლებთან ურთიერთობა არ უჭირს და არჩეული პროფესიით კმაყოფილია.

შემოდგომაზე მაიკო ოჯახის შექმნას გეგმავს. როგორც თავად ამბობს, მიღწეულ შედეგებზე შეჩერებას არ აპირებს.