loader

ბორდელებით სავსე ქუჩა თბილისში - მოსახლეობა მეძავებს წლებია, ებრძვის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბორდელებით სავსე ქუჩა თბილისში - მოსახლეობა მეძავებს წლებია, ებრძვის

თბილისში, გოგოლის ქუჩა, ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი ქუჩაა, თუმცა სხვა ქუჩებისგან განსხვავებით, აქ მაღაზიებს, კაფე-ბარებს, სილამაზის სალონებს და საცხოვრებელ სახლებს სხვა დატვირთვა აქვს - მათ ბორდელებად იყენებენ. მოსახლეობის ინფორმაციით, იტალიურ სახლებში ბორდელებია. აუცილებლობის შემთხვევაში, მეძავები სახლის საერთო საპირფარეშოსაც იყენებენ.

შეწუხებული ხალხი შველას ითხოვს. გინება, ცემა, უწმაწური სიტყვები, უძილო ღამეები და შერყეული ჯანმრთელობა - სექსმუშაკებისა და მათი კლიენტების თავხედობას საპატრულო სამსახურის გამოძახებებიც არ შველის.

გოგოლის ქუჩაზე ცხოვრება მოსახლეობისთვის ჯოჯოხეთად იქცა. მათ ქუჩაში გვიან გამოსვლა ეშინიათ. უკვე რამდენიმე წელია, ცდილობენ, შეებრძოლონ მეძავების შემოტევას, მაგრამ ყველანაირი მცდელობისა და სარჩელის მიუხედავად, პრობლემით არავინ ინტერესდება. დღეს ისინი დახმარებას ახალ ხელისუფლებას სთხოვენ.