loader

"დროზე მოდით გონს ქართველებო" - სოც.ქსელების "ცოტნე დადიანი" გვაფრთხილებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დროზე მოდით გონს ქართველებო" - სოც.ქსელების "ცოტნე დადიანი" გვაფრთხილებს

Palitra TV-ს გადაცემა "სოციოგრამა" სოციალური ქსელების "ცოტნე დადიანს" მასპინძლობდა. ეს მამაკაცი ონისე გერგედავაა, რომელიც ბაჩო ახალაიას მხარდასაჭერ აქციებს უჩვეულო ფორმით მართავს. სოციალურ ქსელ ფეისბუქში გავრცელებული ვიდეოს წყალობით, ის ერთ დღეში გახდა პოპულარული და მაშინვე მონათლეს 21-ე საუკუნის "ცოტნე დადიანად". ვიდეო, რომელშიც გერგედავა ტანთ იხდის და თაფლს ისვამს, გლდანის ციხესთანაა გადაღებული.

ამ "თავდადებისთვის" ონისე გერგედავამ მადლობა დაიმსახურა ბაჩო ახალაიას მეუღლის ანი ნადარეიშვილისგან. ამ უკანასკნელმა მადლობა ფეისბუქის სტატუსით გადაუხადა გერგედავას.

გადაცემა "სოციოგრამაში" წარმოშობით ჭუბურხინჯელმა "ცოტნე დადიანმა", რომელიც ბოლო წლებია სტრასბურგში ცხოვრობს და აქტიური სპორტული კარიერა აქვს (ბრძოლაში წესების გარეშე საფრანგეთის თასის მფლობელია) ისაუბრა მის მოტივაციაზე, თუ რატომ უცხადებს სოლიდარობას ყოფილ თავდაცვის და შინაგან საქმეთა მინისტრს და იმაზე, თუ რატომ არ მოსწონს ახალი ხელისუფლების პოლიტიკური მიმართულება.


იხილეთ: ბაჩო ახალაიასადმი სოლიდარობის ნიშნად მამაკაცი გაშიშვლდა და თაფლი წაისვა


იხილეთ გადაცემა სრულად: "სოციოგრამა", სტუმარი - ონისე გერგედავა