loader

Newseum - ვაშინგტონის ახალი ამბების მუზეუმის უნიკალური ფოტოგალერეა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

Newseum - ვაშინგტონის ახალი ამბების მუზეუმის უნიკალური ფოტოგალერეა

იქ, სადაც ფოტოებიც არის და დემოკრატიაც, ფოტოჟურნალისტიკის ფასიც ყველაზე უკეთ იციან. ამიტომაც აშშ-ის უნიკალური ახალი ამბების მუზეუმი (Newseum) ფოტოებს საგანგებო სივრცეს უთმობს.

აქ ყველგან ისტორიული ფოტოებია, ბევრი მათგანი პულიცერის პრემიის მფლობელი. ახალი ამბების მუზეუმის, "9/11 ტერაქტის" განყოფილებაში კი - ფოტოები პრემიების გარეშე და სიცოცხლის ფასად. აქ მთელი კედელი ეთმობა ფოტორეპორტიორ ბილ ბიგარტის ფოტოებს და ნივთებს, რომლებიც მის ცხედართან ერთად ნანგრევებში იპოვეს.

პრეზიდენტი ამერიკას 50 წლის წინ მოუკლეს. ჯონ კენედის ხსოვნა ნიუზეუმში საგანგებო გამოფენით ფასდება - ფოტოისტორია არჩევიდან დაკრძალვამდე.

თავისი არსებობის მანძილზე ფოტოგრაფია რეალობის ასახვის ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებად მიიჩნევა. ეს ფოტოები ამაში ყველაზე უკეთ დაგარწმუნებთ.

(სიუჟეტში გამოყენებულია ტელეკომპანია ABC-ის გადაცემის მუსიკალური ქუდი)

იხილეთ ვიდეო georgianews.ge -ზე