ტალახში ჩაფლული ცხენი პატრონმა არ მიატოვა
ერთ საათიანი სამაშველო ოპერაციის შემდეგ ავსტრალიელმა მაშველებმა ტალახში ჩაფლული ცხენის ამოყვანა მოახერხეს. მელბურნელი ნიკოლ გრეჰემი თავის ქალიშვილთან ერთად მცოცავ ქვიშაზე მოხვდა და მისმა ცხენმა ტალახში ჩაფლობა დაიწყო. სამაშველო ჯგუფის გამოძახება გრეჰემის ქალიშვილმა ნაპირზე გადასვლის შემდეგ მოახერხა, თავად ნიკოლი კი სამი საათის განმავლობაში ცხენზე მოხვეული ელოდებოდა მაშველების გამოჩენას. 18 წლის ცხენი ასტრო ტრაქტორზე გამობმული ამოიყვანეს ტალახის სქელი ფენიდან.