loader

ჟურნალისტი, რომელმაც საზოგადოებას უგო ჩავესის სიკვდილი ამცნო, სცემეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჟურნალისტი, რომელმაც საზოგადოებას უგო ჩავესის სიკვდილი ამცნო, სცემეს

საინფორმაციო არხ RCN-ის ჟურნალისტი და ოპერატორი მაშინ სცემეს, როდესაც ჟურნალისტი ტელემაყურებლებს უგო ჩავესის სიკვდილის შესახებ აუწყებდა. კორესპონდენტი იმ საავადმყოფოსთან იდგა, სადაც ვენესუელის პრეზიდენტი იმყოფებოდა და პირდაპირ ეთერში ჩაერთო, რათა ქვეყნის პირველი პირის გარდაცვალების შესახებ ეუწყებინა.

RCN-ის ოპერატორმა ვიდეოკამერით დააფიქსირა, როგორ დაესია რამდენიმე ადამიანი ჟურნალისტ გოგონას და მას ძლიერად ჩაარტყეს თავში. დასისხლიანებულმა ჟურნალისტმა დახმარებისთვის სამართალდამცველებს მიმართა, მაგრამ ისინი ამ ყველაფერს გულგრილად შეხვდნენ. მხოლოდ რამდენიმე წუთის შემდეგ დაზარალებულებისკენ მოხალისეები გაემართნენ, რათა მისთვის პირველადი დახმარება აღმოეჩინათ.

ვენესუელის პრეზიდენტი უგო ჩავესი 58 წლის ასაკში გუშინ, 5 მარტს გარდაიცვალა. იგი უკანასკნელი ორი წელი ებრძოდა ონკოლოგიურ დაავადებას.