ბელგიაში "ქვეყნიერების აღსასრული" დადგა
ბელგიელმა youtube-ზე "აპოკალიფსური" ვიდეო ატვირთა, რომელზეც შტორმია ასახული. ბელგიის ზღვისპირა კურორტს შტორმი 6 აგვისტოს დაატყდა თავს. სანახაობა ერთდროულად შემაძრწუნებელი და შთამბეჭდავი იყო - პატარა ქალაქს შავი ღრუბლის მასა გადაეფარა, წვიმა, ჭექა-ქუხილი და ქარიშხალი კიდევ უფრო ამძაფრებდა სანახაობას. "ეს ქვეყნიერების აღსასრულია" - ასეთი კომენტარები მოჰყვა ვიდეოს youtube-ზე, მან უკვე მილიონამდე ნახვა დააგროვა. საბედნიეროდ შტორმს მსხვერპლი არ მოჰყოლია.
იხილეთ ვიდეო georgianews.ge-ზე
იხილეთ ვიდეო georgianews.ge-ზე