loader

ეროტიკული კადრები პოლიტიკურ შოუში _ შემთხვევა პირდაპირ ეთერში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ეროტიკული კადრები პოლიტიკურ შოუში _ შემთხვევა პირდაპირ ეთერში

შოტლანდიურ ტელეარხ STV-ზე პოლიტიკური გადაცემის მსვლელობისას, სტუდიაში, უკანა კადრში ეროტიკული კადრები გამოჩნდა.

შემთხვევა პოლიტიკური თოქ-შოუ Scotland Tonight-ის ეთერში მაშინ მოხდა, როდესაც ჟურნალისტი შოტლანდიის ლეიბორისტული პარტიის წევრ ედი მილიბანდსა და ექსპერტ დენ ჰუჯესის ესაუბრებოდა.

ეროტიკული კადრები სულ რამდენიმე წამის განმავლობაში ჩანდა, თუმცა დაკვირვებულმა მაყურებლებმა ის მაინც შეამჩნიეს და ტელეარხს ბოდიშის მოხდას სთხოვენ.

აღმოჩნდა, რომ ვიდეოს პორნოსთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა. ეს იყო სერიალ Shameless-ის კადრები, რომელიც ტელეარხ Channel 4-ზე ამ დროს გადიოდა.

მიუხედავად ამისა, მაყურებლებმა ეს ფაქტი შეურაცხყოფად მიიღეს. ერთ-ერთმა მათგანმა, პოლ ტრეინორმა რედაქციას წერილიც მისწერა. ტელეარხმა ბოდიში მოიხადა.

საინფორმაციო პორტალი ამბები.გე