loader

გეი სამხედროების კოცნა _ ცნობილი ფოტოს რეალური გმირები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გეი სამხედროების კოცნა _ ცნობილი ფოტოს რეალური გმირები

ფოტომ, რომელიც ჰომოსექსუალი ზღვაოსნის შინ დაბრუნებას და მეგობარ ბიჭთან შეხვედრას ასახავს, ”ფეისბუქზე” დიდი რეზონანსი გამოიწვია.

ფოტოზე კარგად ჩანს, როგორც ეხვევა სერჟანტი ბრენდონ მორგანი თავის მეგობარ მამაკაცს და ვნებიანად კოცნის. ბრენდონ მორგანი წარმოშობით კალიფორნიიდან არის, ხოლო მის საყვარელს ალან უელსი ქვია. სერჟანტი მორგანი, ავღანეთიდან ახლახან დაბრუნდა.

ფოტო ინტერნეტ-სივრცეში სწრაფად გავრცელდა. ის გამოქვეყნდა Facebook-ზე, პოპულარულ გეი ბლოგებსა და სხვა სოც-ქსელებში. მოკლე ხანში მას 18 000 მოწონება და 4000 კომენტარი დაუგროვდა.

კომენტარები სხვადასხვა, თუმცა, უმეტესად დადებითი შინაარსის იყო.

სოც-ქსელებში ფოტოზე გაკეთებულ კომენტარს სერჟანტი მორგანიც გამოეხმაურა. მან მადლობა გადაუხადა ხალხს მხარდაჭერისთვის.

"ჩვენ არ გვსურდა პოპულარობის მოპოვება ან რაიმე მსგავსი. ჩვენ უბრალოდ გადავწყვიტეთ, ბოლოს და ბოლოს ერთმანეთისთვის გვეთქვა, რასაც ვგრძნობდით", - დაწერა მორგანმა facebook-ის გვერდზე.

ეს სამხედრო პირების კოცნის ამსახველი პირველი ფოტო არ არის. შარშან მესამე კლასის ოფიცერმა, ციტლალიკ შნელმა და მეორე კლასის ოფიცერმა, მარისა გაეტამ მათი 80 დღიანი განშორების დასასრული ვნებიანი კოცნით აღნიშნეს.

საინფორმაციო პორტალი ამბები.გე