loader

BBC-ის ტელეწამყვანს პირდაპირ ეთერში ჩაეძინა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

BBC-ის ტელეწამყვანს პირდაპირ ეთერში ჩაეძინა

ტელეკომპანია BBC-ის დილის გადაცემის წამყვანს პირდაპირ ეთერში ჩაეძინა. The Daily Telegraph-ის ცნობით, 8:26 საათზე, როდესაც ოპერატორმა კადრი ტელეწამყვან მარტინ კროქსოლიდან მის კოლეგა საიმონ მაკკოიზე გადაიტანა, აღმოჩნდა, რომ წამყვანს მაგიდაზე ეძინა.

გონზე მოსვლისთანავე მაკკოი სწრაფად გასწორდა და შეეცადა თავდაჯერებულად წარმოჩენილიყო, თუმცა, მაყურებელს მისი ჩაძინება არ გამოპარვია და სოციალურ ქსელებში ხუმრობის მთავარი თემა გახდა.

მაკკოის საზოგადოება არაერთხელ გაუოცებია. დაახლოებით ერთი თვის წინ, პირდაპირ ეთერში საფონდო ბირჟის სიახლეების მიმოხილვისას მან მაგიდაზე კაკუნი დაიწყო.

საინფორმაციო პორტალი ამბები.გე