loader

ლუდის სასწრაფო დახმარება - Beerbulance - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ლუდის სასწრაფო დახმარება - Beerbulance

აშშ-ში ერთ-ერთმა ლუდსახარშმა Beerbulance - ანუ ლუდის სასწრაფო დახმარების სამსახური შექმნა.

ლუდის სასწრაფო დახმარების არსი შემდეგში მდგომარეობს: ორი თანამშრომელი "ტვიტერის" ან ტელეფონის მეშვეობით იღებს შეკვეთებს მათგან, ვისაც ლუდი შემოაკლდა.

ზარის შემოსვლის შემდეგ ლუდის სასწრაფო დახმარების თანამშრომლები "შემთხვევის ადგილას" სიგნალითა და ციმციმებით ჩართული სასწრაფოს მანქანით მიდიან. ამ სასწრაფო დახმარებას შეუძლია "პაციენტი" ბინაზე "გადაარჩინოს", ანუ ლუდი მიაწოდოს, ან საჭიროების შემთხვევაში, მისი "ჰოსპიტალიზაცია" მოახდინოს, რაც პაციენტის ლუდის ბარში გადაყვანას გულისხმობს.

პროექტის იდეის ავტორი ატლანტელი რეკლამის-დიზაინერი ჯოშ რობინსონია.

საინფორმაციო პორტალი ამბები.გე