loader

მეტროსადგური ნეაპოლში, რომელიც ნამდვილი ხელოვნების ნიმუშია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მეტროსადგური ნეაპოლში, რომელიც ნამდვილი ხელოვნების ნიმუშია

ეს არც მუზეუმია და არც რომელიმე ცნობილი საგამოფენო დარბაზი. ნეაპოლის მეტროს, "ტოლედოს" სადგური, რომელიც 2012 წლის სექტემბერში გაიხსნა, ნამდვილი ხელოვნების ნიმუშია. იგი ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე ხალხმრავალ და მაღაზიებით დატვირთულ უბანში მდებარეობს.

მეტროსადგურის მოხატულობის მთავარი თემა წყალი და სინათლეა. ოქროსფერი და ცისფერი საღებავითა და ულამაზესი მოზაიკით მოხატული კედლების დიზაინი ოსკარ ბლანკასა და რამდენიმე მხატვრის შემოქმედებაა.