loader

მსოფლიოს უხუცესი ადამიანი ბესი კუპერი 116 წლის ასაკში გარდაიცვალა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მსოფლიოს უხუცესი ადამიანი ბესი კუპერი 116 წლის ასაკში გარდაიცვალა

ჯორჯიის შტატში, ქალაქ მონროს მოხუცთა თავშესაფარში, მსოფლიოს უხუცესი ადამიანი ბესი კუპერი 116 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ბესი კუპერი 2011 წელს გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა, როგორც პლანეტის ყველაზე ასაკოვანი ადამიანი. თუმცა მაისში აღმოაჩინეს, რომ მასზე 48 დღით უფროსი იყო ბრაზილიელი მარია გომეში, რომელიც ივნისში გარდაიცვალა.

კუპერი სიცოცხლის ხანგრძლივობის რეცეპტად სხვის საქმეში "ცხვირის არჩაყოფას" მიიჩნევდა.

პლანეტის უხუცესი ადამიანის წოდება ახლა 115 წლის იტალიელ დინა მანფრედინის ეკუთვნის, რომელიც ასევე ამერიკაში ცხოვრობს.

იხილეთ: 132 წლის ანტისა ხვიჩავა - სამ საუკუნეს მოსწრებული წალენჯიხელი ქალბატონი