loader

ნაძვის ხე, რომელიც ყველა ქალის სახლს დაამშვენებს - კრისტიან ლაბუტენის საახალწლო ბრწყინვალება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ნაძვის ხე, რომელიც ყველა ქალის სახლს დაამშვენებს - კრისტიან ლაბუტენის საახალწლო ბრწყინვალება

ყველაზე ძვირადღირებული და მდიდრული ფეხსაცმლის დიზაინერის, კრისტიან ლაბუტენის ხელწერა მთავარ საახალწლო აქსესუარშიც იგრძნობა. ნაძვის ხე, რომელიც ყველა ქალის სახლს დაამშვენებს! წითელძირიანი, მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით გაწყობილი ხე - ის, რაც მოდის მიმდევარი ყველა ქალბატონის ოცნებაა.

დიზაინერის ბუტიკი, რომელიც ნიუ იორკში მედისონ ავენიუზე მდებარეობს, საშობაოდ ამ მომაჯადოებელ სანახაობას სთავაზობს მომხმარებლებს. საოცარი ინსტალაცია სვაროვსკის კრისტალებით შემკული ფეხსაცმლით გვირგვინდება და მთლიანად სამგანზომილებიანი სარკის კედლებშია ჩასმული, რათა უფრო მეტად გაესვას ხაზი მის ბრწყინვალებას.

იხილეთ:

- "ფეხსაცმელების დედოფალი" - ქალი, რომელიც 1000 წყვილ ფეხსაცმელს ფლობს