loader

უმშვენიერესი თამარ შედანია "მის სამყარო 2012"-ზე - ვიდეო შესარჩევი ტურებიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უმშვენიერესი თამარ შედანია "მის სამყარო 2012"-ზე - ვიდეო შესარჩევი ტურებიდან

19 დეკემბერს, "მის სამყაროს" (Miss Universe 2012) ტიტულის მოპოვებას 70 ქვეყნის ულამაზესი გოგონა შეეცდება. მათ შორისაა "მის საქართველო 2012", უმშვენიერესი თამარ შედანია.

შესარჩევი ტურები მთელი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. გრანდიოზული შოუ, სადაც მსოფლიოს ყველაზე ლამაზი გოგონას ვინაობა დასახელდება, 2012 წლის 19 დეკემბერს, ლას ვეგასის პრესტიჟულ სასტუმრო-კომპლექსში გაიმართება.

"მის სამყაროს" ვებგვერდზე თამარის შესახებ მცირეოდენი ინფორმაციის მიღებაა შესაძლებელი. ზუგდიდელი ლამაზმანი სამოდელო ბიზნესში 14 წლის ასაკიდან ჩაერთო. უყვარს მოგზაურობა და ბავშვებთან ურთიერთობა. ამჟამად საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში მუშაობს.

თამარის სურვილია, ოდესმე შეხვდეს მერილ სტრიპს, აკეთებს სამკაულებს და მისი საოცნებო საქმიანობა მსახიობობაა.