loader

საინფორმაციო გამოშვება პორნოფილმის კადრების ფონზე (+18) - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საინფორმაციო გამოშვება პორნოფილმის კადრების ფონზე (+18)

შვედეთის ახალი ამბების ტელეარხ TV4 News-ის ეთერში შემთხვევით პორნოფილმის კადრები მოხვდა. ინტიმური სცენები ტელეარხის წამყვანის ზურგს უკან ერთ-ერთ მონიტორზე გადიოდა, როდესაც იგი მოსკოვში TV4 News-ის კორესპონდენტს ესაუბრებოდა. წამყვანი მასთან სირიის სიტუაციასა და რუსეთის მთავრობის მიერ ბაშარ ასადის რეჟიმის მხარდაჭერას განიხილავდა. პორნოფილმი თითქმის ათი წუთის განმავლობაში ჩანდა პირდაპირ ეთერში.

TV4 News-ის სარედაქციო დირექტორმა ანდრეას ჰაგლინდმა დაადასტურა, რომ არხის ეთერში პორნოფილმის ფრაგმენტი ნამდვილად მოხვდა. მან დასძინა, რომ ეს არ ნიშნავს, რომ რომელიმე ტელეარხის თანამშრომელი პორნოს უყურებდა - სავარაუდოდ, მონიტორზე ჰოლდინგის ერთ-ერთი არხის, C More Entertainment-ის კადრი გადიოდა. C More Entertainment TV4 News-ს ეკუთვნის. მისი თქმით, ტელეარხის ხელმძღვანელობა ყველაფერს გააკეთებს, რომ მომავალში მსგავსი რამ არ განმეორდეს.

საინფორმაციო პორტალი ამბები.გე