loader

"მფრინავი" Aston Martin - 300-ათასდოლარიანი სუპერმანქანა დუბაის ცათამბჯენზე "შემოსვეს" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მფრინავი" Aston Martin - 300-ათასდოლარიანი სუპერმანქანა დუბაის ცათამბჯენზე "შემოსვეს"

ძვირად ღირებული მანქანების ბრიტანულმა ბრენდმა Aston Martin-მა, რომელიც წლების მანძილზე ჯეიმს ბონდის რჩეული ავტომობილი იყო, ასი წლის იუბილე განსაკუთრებული სახით აღნიშნა. კომპანიამ ახალი სუპერმანქანის, Aston Martin Vanquish-ის პრეზენტაცია დუბაის ცაზე მოაწყო, შემდეგ კი 300 ათას დოლარად ღირებული ავტომობილი მსოფლიოში ყველაზე ცნობილი შვიდვარსკვლავიანი სასტუმროს, ბურჯ ალ არაბის სახურავზე "შემოსვეს".