loader

Дождь-ის კორესპონდენტი პირდაპირ ეთერში საკუთარი ქორწილიდან ჩაერთო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

Дождь-ის კორესპონდენტი პირდაპირ ეთერში საკუთარი ქორწილიდან ჩაერთო

რუსული ტელეკომპანია Дождь-ის ტელეწამყვანი ევგენია ვასკაბოინიკოვა პირდაპირ ეთერში საკუთარი ქორწილიდან ჩაერთო. მაშინ, როდესაც მმაჩის ბიუროდან ლიმუზინით მოსკოვის ცენტრისკენ მიემგზავრებოდნენ, ახალდაქორწინებული ტელეწამყვანი თავისივე კოლეგამ პირდაპირ ეთერში სკაიპით ჩართო.

29 წლის ვორონოჟელი ევგენია 40 წლის მიხაილ გაგარკინს გაჰყვა ცოლად. პირდაპირ ეთერში ჩართულმა პატარძალ-კორესპონდენტმა ტელემაყურებელს საქორწინო ვარცხნილობა, კაბის ნაწილი და ქმრის პროფილი უჩვენა.

ევგენიას საკმაოდ ტრაგიკული ისტორია აქვს. გოგონა, რომელიც ვორონეჟში სამოდელო კარიერას იწყებდა, 2005 წელს ადგილობრივი სილამაზის კონკურსის გამარჯვებული გახდა. 2006 წელს კი საშინელმა ავტოსაგზაო შემთხვევამ სამუდამოდ მიაჯაჭვა სავარძელს. თუმცა ამას არ შეუშლია ხელი ევგენიასთვის, ცნობილ ტელევიზიაში ერთ-ერთი წარმატებული ტელეწამყვანი გამხდარიყო. გასულ წელს კი ლონდონის პარაოლიმპიურ თამაშებზე Дождь-ის სპეციალური კორესპონდენტიც იყო.

ევგენია აქტიურად იბრძვის შეზღუდული უნარების მქონე ადამიანების საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად ჩართვისთვის.