loader

დუბაის პოლიციას ვერავინ გაექცევა - Lamborghini Aventador დამნაშავეებთან საბრძოლველად - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დუბაის პოლიციას ვერავინ გაექცევა - Lamborghini Aventador დამნაშავეებთან საბრძოლველად

არაბეთის გაერთიანებული საემიროების ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქალაქის, დუბაის პოლიციას უახლესი Lamborghini Aventador გადაეცა. ავტომობილი სპეციალურად საგზაო პოლიციისთვისაა მოდიფიცირებული და ყველა საჭირო აღჭურვილობას ფლობს. სუპერმანქანას მაქსიმალური სიჩქარის, 349 კმ/სთ-ის განვითარება შეუძლია.

პოლიციის სამსახურში სუპერქარი იშვიათობა აღარაა - მსგავს ავტომობილებს იყენებენ ნიდერლანდებში, გერმანიასა და აშშ-ში, თუმცა საემიროების პოლიციას ის მხოლოდ კეკლუცობისთვის მართლა არ სჭირდება - ამ მდიდარ ქვეყანაში მძლავრი და ძვირფასი ავტომობილების სიჭარბეა, რომლებსაც იოლად შეუძლიათ "ჩვეულებრივი" მანქანით დადევნებულ პოლიციელთა უკან მოტოვება.

იხილეთ:

"ლამბორგინის" შთამბეჭდავი სუპერმანქანა - ჟენევის 2013 წლის ავტოშოუს ვარსკვლავი

"მერსედესის" 6-ბორბლიანი "მონსტრი", რომელიც "ყველგან მივა"

საინფორმაციო პორტალი ამბები.გე