loader

"ჯადოსნური" ბოთლი, რომელიც "კოკა-კოლას" წყლად აქცევს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ჯადოსნური" ბოთლი, რომელიც "კოკა-კოლას" წყლად აქცევს

OKO ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან დამზადებული ბოთლია, რომლისთვისაც წყლის გამფილტრავი სისტემა NASA-მ შეიმუშავა.

იაპონელი ექსპერიმენტატორების ჯგუფმა rocketnews24-მა ბოთლის შესაძლებლობები გამოსცადა. ისინი ირწმუნებიან, რომ ბოთლს შეუძლია "კოკა-კოლადან" წყალი გაფილტროს, ანუ გააცალკევოს სასმლის სუნი და ფერი წყლისგან. თუ ჯერ კიდევ არ გჯერათ "ჯადოსნური" ბოთლის შესაძლებლობების, თვალსაჩინოებისთვის ჩატარებული ტესტი ამაში დაგარწმუნებთ.

ვიდეო youtube-ზე 19 აპრილს განთავსდა. ექსპერიმენტი უკვე 3 მილიონამდე მომხმარებელმა ნახა, თუმცა ბევრი სკეპტიკურადაა განწყობილი ამ "ქიმიური სასწაულის" მიმართ. ვიდეოს ბოლოს ახალგაზრდა სვამს მიღებულ სუბსტანციას და ამბობს, რომ მას შაქრიანი წყლის გემო აქვს.