loader

კუს საჯაშუშო საქმიანობისთვის ამზადებენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კუს საჯაშუშო საქმიანობისთვის ამზადებენ

სამხრეთ კორეაში მეცნიერები დისტანციური მართვის კუზე მუშაობენ, რომელიც სადამკვირვებლო და საჯაშუშო საქმისთვის არის განკუთვნილი. დისტანციური მართვის კუ სრულიად ჩვეულებრივი, ცოცხალი კუ გახლავთ, რომელსაც ჯავშანზე მარტივი მოწყობილობა აქვს დამაგრებული. ეს მოწყობილობა ცხოველს მიმართულებას აძლევს. მეცნიერების ეს გამოგონება კუს ბუნებრივ ინსტინქტს ეყრდნობა. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ცხოველი თეთრი ფერის საგნებს დაბრკოლებად ვერ აღიქვამს, შავი ფერის საგნებზე კი საპირისპირო რეაქცია აქვს. ამიტომაც ზურგზე მიმაგრებული შავი აპარატით მისი მართვა უმტკივნეულო და მარტივია.