loader

ახალი Mercedes S class - №1 ავტომობილი ავტომობილებს შორის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ახალი Mercedes S class - №1 ავტომობილი ავტომობილებს შორის

15 მაისს გერმანიის ქალაქ ჰამბურგში "ავტოგურმანებისთვის" და არამხოლოდ მათთვის მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა. კომპანია Daimler-მა საზოგადოებას ოფიციალურად წარუდგინა საკუთარი ბრენდის, Mercedes-Benz-ის ფლაგმანი, ახალი, მე-6 თაობის S-class-ი.

ავტომობილი, რომელსაც მთელი ავტოსამყარო მოუთმენლად ელოდა, ჰამბურგში ქალაქ ფრანკფურტიდან ევროპის ყველაზე მსხვილი სამგზავრო თვითმფრინავით, Airbus A380-ით ჩაიტანეს.

კონცერნის თავკაცის, დიტერ ზეტჩეს სიტყვებით, ამაზე უკეთესი "მერსედესი" ამ დროისთვის წარმოუდგენელია. სიახლე გამოირჩევა განსაკუთრებული აეროდინამიკურობით, რენტაბელურობით და ეკოლოგიურობით.

უკვე ცნობილია, რომ ახალი თაობის S-class-ი 6 სხვადასხვა "ტანით" გამოვა. მათ შორის მოიაზრება სამი სხვადასხვა სიგრძის სედანი, კუპე, კაბრიოლეტი და Pullman-ის ვარიანტი. ახალი S-class-ის მოდელების ფასი 80 ათასიდან 200 ათას დოლარამდე იქნება.

მიუხედავად იმისა, რომ კომპანია Mercedes-Benz-ი, გაყიდვების მხრივ, მის მთავარ კონკურენტებს - BMW-ს და Audi-ს ჩამორჩება, ამ კონკრეტულ სეგმენტში ის რამდენიმე ათეული წელია, ინარჩუნებს ლიდერობას. სწორედ ამიტომ აკუთვნებენ მას "ავტომობილების მეფის" სტატუსს და სწორედ ამიტომ არის ის პრესტიჟის განსაკუთრებული სტატუსის მატარებელი.


სპეციალურად საიტისთვის - კოკა კვირკველია