loader

საქართველოს ნაკრების გამოსვლა ლონდონის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების გახსნაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საქართველოს ნაკრების გამოსვლა ლონდონის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების გახსნაზე

რიგით 30-ე ზაფხულის ოლიმპიური თამაშები ლონდონში 27 ივლისს, თბილისის დროით 00:00 საათზე გაიხსნა. ყველაზე პრესტიჟული სპორტული შეჯიბრი, რომელიც 4 წელიწადში ერთხელ იმართება, 12 აგვისტოს დაიხურება. ამ დროის განმავლობაში მსოფლიოს ათეულობით ქვეყნის წარმომადგენელი საუკეთესო სპორტსმენები ერთმანეთს 28 სახეობაში შეეჯიბრებიან.

საქართველოს ოლიმპიური ნაკრები წლევანდელ თამაშებზე სპორტის 12 სახეობის წარმომადგენელი 35-კაციანი შემადგენლობით გამოვიდა. მედლებისთვის ბრძოლაში პირველები 28 ივლისიდან ძიუდოისტები ჩაერთვებიან. ტატამზე გუნდიდან პირველი ბეთქილ შუკვანი გავა.

საქართველოს ოლიმპიური გუნდის კაპიტანი ტყვიის მსროლელი ნინო სალუქვაძე, ხოლო ვიცე-კაპიტანი ძიუდოისტი ვარლამ ლიპარტელიანი არიან.

ასევე იხილეთ:
ლონდონის ზაფხულის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალის საუკეთესო მომენტები
ოლიმპიადის გახსნაზე დედოფალი ელისაბედი ვერტმფრენიდან აგენტ 007-თან ერთად "გადმოხტა"

ოლიმპიადა 2012 - ყველა სიახლე!