ლონდონის ზაფხულის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალის საუკეთესო მომენტები
ლონდონის 2012 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშები 27 ივლისს, თბილისის დროით 00:00 საათზე გრანდიოზული შოუთი გაიხსნა. ათასობით მსახიობმა დიდი ბრიტანეთის ისტორიის სხვადასხვა ეტაპი გააცოცხლა: დაწყებული ინდუსტრიული რევოლუციიდან, ე.წ. NHS-ამდე - ეროვნული ჯანდაცვის უფასო სისტემამდე, რომელიც დიდ ბრიტანეთში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შემოიღეს. ეს ყველაფერი კი ინგლისელ გმირებამდე - მისტერ ბინამდე და ჯეიმს ბონდამდე განვითარდა. ერთ-ერთი კულმინაციური მომენტი შოუს მიმდინარეობისას სწორედ აგენტი 007-ის და დედოფალ ელისაბედის ერთად გამოჩენა იყო.
ასევე იხილეთ: საქართველოს ნაკრების გამოსვლა ლონდონის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების გახსნაზე
ოლიმპიადის გახსნაზე დედოფალი ელისაბედი ვერტმფრენიდან აგენტ 007-თან ერთად "გადმოხტა"
ოლიმპიადა 2012 - ყველა სიახლე!