loader

NASA-ს ასტრონომებმა კოსმოსში ანგელოზი იპოვეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

NASA-ს ასტრონომებმა კოსმოსში ანგელოზი იპოვეს

ასტრონომებმა მსოფლიოს კათოლიკური შობისთვის საჩუქარი გაუკეთეს. ტელესკოპ Hubble-ის წყალობით მათ კოსმოსში ნისლიანობა იპოვეს, რომელიც ანგელოზს წააგავს.

ნისლიანობა Sharpless 2-106-ს ჩვენგან 2 ათასი სინათლის წელიწადი აშორებს. ის საკმაოდ ვრცელია და სიგრძეში რამდენიმე სინათლის წელიწადს აღწევს. იგი ”რძის გზის” ნაკლებად შესწავლილ შორეულ კუთხეშია განთავსებული.

ნისლიანობის დაფიქსირება მასიური ახალგაზრდა ვარსკვლავის IRS 4-ის წყალობით გახდა შესაძლებელი. იგი გავარვარებული გაზის ნაკადებს ანთხევს, რომელიც შორიდან, სინათლის გარდატეხის წყალობით ანგელოზის ფრთებს ჰგავს.

შეგახსენებთ, რომ შარშან ასტრონომებმა მსოფლიოს საშობაოდ უზარმაზარი ნაძვის ხის სათამაშო აჩუქეს, რომელიც ასევე კოსმოსში აღმოაჩინეს.

საინფორმაციო პორტალი ამბები.გე