loader

პოდიუმი კედელზე - მოდების ჩვენება შენობის ფასადზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პოდიუმი კედელზე - მოდების ჩვენება შენობის ფასადზე

ბოსტონში, ახალი ფეშენებელური სასტუმროს Revere Boston-ის გახსნის ცერემონიაზე უჩვეულო, ვერტიკალური დეფილე მოეწყო. Ted Baker-ის სამოსში გამოწყობილი მოდელები მრავალსართულიანი შენობის ფასადზე დაგებულ პოდიუმზე ვერტიკალურად ეშვებოდნენ.

უსაფრთხოების მიზნით, მოდელები სპეციალური ქამრებით იყვნენ აღჭურვილნი. საზოგადოება ამ ეპატაჟურმა სანახაობამ ააღელვა. საბედნიეროდ არცერთი მოდელი არ ჩამოვარდნილა და შოუც შედგა. მოგვიანებით კი გაირკვა, რომ დეფილეს მონაწილეები არა მოდელები, არამედ პროფესიონალი ალპინისტები იყვნენ.