loader

3 წლის გოგონას სუნთქვაში ძაღლი ეხმარება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

3 წლის გოგონას სუნთქვაში ძაღლი ეხმარება

3 წლის ალიდა თავისი დაავადების გამო იძულებულია, მძიმე ჟანგბადის ბალონი ყოველთვის თან ატაროს.

დაბადებიდან ექვს თვეში ალიდას ფილტვების უჩვეულო დაავადება აღმოუჩინეს - ნეიროენდოკრინული ჰიპერპლაზია. ამ დაავადებით მსოფლიოში მხოლოდ 800 ადამიანია დაავადებული. გოგონას მუდმივად სჭირდება ჟანგბადი, განსაკუთრებით, გაციების დროს.

"ჩვენ შემთხვევით წავიკითხეთ გაზეთში მოზარდ გოგონაზე, რომელსაც ბალონის სატარებლად ძაღლი ეხმარება და ამის შემდეგ გადავწყვიტეთ, ძაღლი შეგვეძინა", - ამბობს ალიდას დედა. ძაღლს, სახელად მისტერ გიბსს, პროფესიონალი კინოლოგი წვრთნის. მას გოგონა ძალიან შეუყვარდა და ერთი ნაბიჯითაც არ შორდება. მხიარული და სასაცილო "მისტერს" კარგად ესმის, სად მთავრდება თამაში და იწყება სამუშაო.