loader

უგო ჩავესის ბალზამირებულ სხეულს მუზეუმში განათავსებენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უგო ჩავესის ბალზამირებულ სხეულს მუზეუმში განათავსებენ

ვენესუელას ასი ათასობით მკვიდრი დგას რიგში, მცხუნვარე მზის ქვეშ, რათა ერთი წუთით მაინც ნახოს გარდაცვლილი კომენდანტეს უგო ჩავესის სხეული. ჩავესს უკვე ორი მილიონი ადამიანი გამოემშვიდობა, მთავრობა ნებისმიერ ადამიანს აძლევს ამ შესაძლებლობას.

"ჩვენ გადავწყვიტეთ, პრეზიდენტის სხეული ბალზამირებითვის მოგვემზადებინა, რათა მისი სასახლე სამუდამოდ ღია იყოს ყველა მნახველისთვის. უგო იქნება, როგორც ხო ში მინი, ლენინი, როგორც მაო ძედუნი" - განაცხადა ჩავესის პოტენციურმა მემკვიდრემ, ნიკოლას მადურომ.

პრეზიდენტი ჩავესი 5 მარტს, 58 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი უკანასკნელი ორი წელი ებრძოდა ონკოლოგიურ დაავადებას.


იხილეთ: ჟურნალისტი, რომელმაც საზოგადოებას უგო ჩავესის სიკვდილი ამცნო, სცემეს