იაპონია დამანგრეველი ცუნამიდან 2 წლის შემდეგ
ტოკიოს ეროვნულ თეატრში 2011 წლის დამანგრეველი ცუნამის შედეგად დაღუპულთა მოსახსენიებელი ცერემონია გაიმართა. ღონისძიებას იაპონიის იმპერატორი აკიჰიტო, მისი მეუღლე მიჩიკო და ქვეყნის პრემიერ-მინისტრი შინზო აბე დაესწრნენ.
2 წლის თავზე, მას შემდეგ, რაც ბუნებრივმა კატასტროფამ 19 ათასი ადამიანი იმსხვერპლა, 315 ათასი კი საცხოვრებლის გარეშე დატოვა, ამომავალი მზის ქვეყანაში ლოცვები და საპროტესტო აქციები ტარდება.
დღეის მდგომარეობით, 300 ათასი ადამიანი კვლავ დროებით საცხოვრებელში ცხოვრობს, 2600 ადამიანზე მეტი კი კვლავ დაკარგულად მიიჩნევა.
ასევე იხილეთ:
- იაპონიის დამანგრეველი ცუნამის უცნობი კადრები აღმოაჩინეს
- ცუნამი და... ცუნამის შემდეგ