loader

"უცენზურო და არაეთიკური” სილვიო ბერლუსკონი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"უცენზურო და არაეთიკური” სილვიო ბერლუსკონი

იტალიის პრემიერ-მინისტრმა სილვიო ბერლუსკონიმ, რომელიც რამდენიმე დღეში გადადგომის შესახებ განცხადებას გააკეთებს, მსოფლიო პოლიტიკაში "უცენზურო და არაეთიკური” ადამიანის სახელი დაიმკვიდრა. 75 წლის ეპატაჟური პოლიტიკოსი უამრავ ადამიანს დაამახსოვრდება.

გარდა უცენზურო გამონათქვამებისა, ბერლუსკონი ხშირად არღვევს პროტოკოლსაც, რის გამოც ის "მასმედიის საყვარელ პოლიტ-პერსონადაც" შერაცხეს.

გთავაზობთ მის ყველაზე ცნობილ "გამოხტომებს":

"თქვენ ისეთი კარგი ხართ, მოვითხოვ მიიღოთ ჩემი მოწვევა "ბუნგო ბუნგოზე". დიახ, თქვენც საკმარისად მიმზიდველი ხართ, თქვენც უნდა მობრძანდეთ", - განუცხადა სილვიომ ოფიციალურ შეხვედრაზე დიპლომატ ქალბატონებს.

როცა ბარაკ ობამამ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა, ბერლუსკონიმ მას საჯარო გამოსვლისას "გარუჯული ბიჭი" უწოდა.

"მე შესვენების გარეშე ვმუშაობ და ზოგჯერ, როდესაც ლამაზ გოგონას დავინახავ, ვფიქრობ, რომ უკეთესია მოგწონდეს ქალი, ვიდრე იყო გეი", - ეს დისკრიმინაციული განცხადება მას სერიოზულ პოლიტიკურ სკანდალად დაუჯდა.

გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან ოფიციალური შეხვედრისას სილვიო ბერლუსკონიმ უხეშად დაარღვია პროტოკოლი. სანამ მერკელს მიუახლოვდებოდა, ბერლუსკონის მობილური აწკრიალდა. იმის მაგივრად, რომ კოლეგას მისალმებოდა, იტალიის პრემიერმა ტელეფონზე საუბარი გააბა და საკმაოდ უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო ფრაუ ანგელა.

ხოლო ესპანეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას მან საკონფერენციო დარბაზი ისე სწრაფად დატოვა, აუდიტორიაც სახტად დარჩა და ესპანეთის პრემიერიც.

საინფორმაციო პორტალი ამბები.გე