loader

"გარდაიცვალა კიმ ჩენ ირი, გაუმარჯოს კიმ ჩენ ინს" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"გარდაიცვალა კიმ ჩენ ირი, გაუმარჯოს კიმ ჩენ ინს"

"გარდაიცვალა კიმ ჩენ ირი, გაუმარჯოს კიმ ჩენ ინს" _ ასე შეაფასა უცხოურმა მედიამ კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის ლიდერის კიმ ჩენ ირის გარდაიცვალება . 69 წლის  კიმ ჩენ ირის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია კორეის სახელმწიფო ტელევიზიამ გაავრცელა.

დიქტორის თქმით, "სახელმწიფოს მეთაური 17 დეკემბერს ზედმეტი ფიზიკური და გონებრივი შრომის შედეგად გარდაიცვალა".
ქვეყნის ლიდერის გარდაცვალების გამოცხადებისას სახელმწიფო ტელევიზიის დიქტორს შავი ტანსაცმელი ეცვა და ტირილნარევი ხმით საუბრობდა.

კიმ ჩენ ირი მატარებლით მგზავრობისას, გულის შეტევით გარდაიცვალა, რაც ცხედრის ექსპერტიზამაც დაადასტურა.

როგორც ცნობილია, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი ავტომანქანით გადააგილებას თავს არიდებდა და უცხოეთშიც მატარებლით მიემგზავრებოდა.
ამასთან, 2008 წელს გავრცელდა ცნობა, რომ კიმ ჩენ ირმა ინსულტი გადაიტანა და მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა.

ჩრდილოეთ კორეაში კიმ ჩენ ირის მესამე შვილისთვის, კიმ ჩონ ინისთვის ხელისუფლების გადაცემის პროცესი დაიწყო. 2009 წელს ქვეყნის ლიდერმა მემკვიდრედ სწორედ ის დანიშნა.