loader

რა კავშირი აქვს მინეტტის ბერლუსკონის სექსუალურ წვეულებებთან? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა კავშირი აქვს მინეტტის ბერლუსკონის სექსუალურ წვეულებებთან?

ტელეკომპანია CNN-ი სილვიო ბერლუსკონის მეგობარ ქალთან ნიკოლ მინეტტისთან ინტერვიუს აქვეყნებს.
მინეტი ერთ-ერთი იმ გოგოთაგანია, რომელიც იტალიის პრემიერ-მინისტრის, სილვიო ბერლუსკონის სკანდალურ წვეულებებს ესწრებოდა.
ის ყოფილი ტელეწამყვანი, დენტისტი და ამჯამად ბერლუსკონის პოლიტიკური პარტიის წევრია.

CNN-ის რესპონდენტმა ბერლუსკონის მიერ მოწყობილი წვეულებებისა და მცირეწლოვანი მეძავის, მეტსახელად რუბის შესახებ ისაუბრა.

CNN-თან ინტერვიუში ნიკოლ მინეტტიმ იმ წვეულებების სრულიად განსხვავებული სურათი დახატა, რომლებზეც ბოლო პერიოდის განმავლობაში არა მარტო იტალიური მედია, არამედ მსოფლიოს ყველა მედიასაშუალება აქტიურად საუბრობს.

25 წლის ნიკოლი ამბობს, რომ ის იცნობდა მეძავ რუბის, თუმცა წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ ის მცირეწლოვანი იყო.
მან აღნიშნა, რომ გოგონას ასაკის შესახებ მისთვის მხოლოდ მას შემდეგ გახდა ცნობილი, როდესაც ის დაიჭირეს.
მინეტტი 2010 წლის 27 მაისს იხსენებს. ღამეს, როდესაც მეძავი რუბი დააკავეს. ამბობს, რომ მაშინ მას სილვიო ბერლუსკონიმ დაურეკა. პრემიერ-მინისტრმა მას პოლიციაში მისვლა და სიტუაციაში გარკვევა სთხოვა. პოლიციის განყოფილებაში ყოფნისას მას ბერლუსკონი ხშირად ურეკავდა და მოვლენების განვითარებით ინტერესდებოდა.
ნიკოლ მინეტტიმ უარყო იტალიური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ის პრემიერ-მინისტრს გოგონებით ამარაგებდა.
მან ასევე აღნიშნა, რომ იტალიური მედია მოვლენებს აზვიადებს, მეტად სკანდალურ ელფერს სძენს და  წვეულებების საკუთარ ვერსიას გვიამბობს. მისი თქმით, სილვიო ბერლუსკონი მართლაც აწყობდა წვეულებებს, სადაც მართლაც ბევრ ლამაზ ქალბატონს ეპატიჟებოდა, თუმცა ეს  საღამოები ბევრად მშვიდი იყო, ვიდრე მათ შესახებ მედია ყვება. "წვეულებებზე ბერლუსკონი საინტერესო ისტორიებს ყვებოდა და პოლიტიკასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრობდა", - ამბობს მინეტტი.