loader

ძვირადღირებული ჩაი პანდის ექსკრემენტებისაგან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ძვირადღირებული ჩაი პანდის ექსკრემენტებისაგან

ჩინელი მეწარმე პანდას ექსკრემენტებისაგან მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ჩაის დამზადებას აპირებს. ან იანშის თქმით, პანდებს მოუწესრიგებელი მომნელებელი სისტემა აქვთ, რის გამოც საჭმლის მხოლოდ 30 პროცენტის გადამუშავებას ახერხებენ, გადაუმუშავებელი საკვები კი სავსეა სასარგებლო ნივთიერებებით.

ან იანში გინესის რეკორდსმენობასაც აპირებს და სურს, რომ ერთი კილო მზა ჩაი 35 ათას დოლარად შეაფასოს.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა სასმელს ცხოველების მონელებული საკვებისგან ამზადებენ. ყველაზე ძვირადღირებული ყავა ლუვაკი, აფრიკული ვივერას ექსკრემენტებისაგან მზადდება და კილოგრამის ფასი 3 ათას დოლარს აღწევს.